3 ნოემბერს რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლის პროცესი განახორციელეს, რომლის დროსაც თითოეულმა მხარემ 107 ტყვე გაათავისუფლა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის იმყოფება 74 უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც „აზოვსტალს“ იცავდნენ. ოფიციალური ცნობა ტყვეთა გაცვლის მორიგი პროცესის შესახებ უკრაინის
ამის შესახებ ინფორმაციას და გათავისუფლებულთა ფოტოს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
გაცვლის შედეგად უკრაინამ 6 ოფიცერი, 101 მორიგი და სერჟანტი დაიბრუნა.
უფრო ადრე სამხედრო ტყვეთა გაცვლის შესახებ წინასაწარი ინფორმაცია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა გაავრცელა.
„დღეს უკრაინული საპყრობილეებიდან დავიბრუნებთ 107 ჩვენს მებრძოლს. უკრაინას გადავცემთ ამდენივე ტყვეს, ძირითადად კვლავ „ვეესუშნიკებს“ (უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს)“, - წერს ტელეგრამის არხში დონეცკელ სეპარატისტთა მარიონეტი ლიდერი.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის განმავლობაში მეომარმა მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს სამხედრო ტყვეები. ბოლოს ეს მოხდა 29 ოქტომბერს, რომლის დროსაც ორივე მხრიდან 100 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი გაათავისუფლდა.