ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, დენის პუშილინის ცნობით, დღეს უკრაინული და რუსული მხარე კვლავ გაცვლიან თანაბარი რაოდენობის სამხედრო ტყვეებს.
„დღეს უკრაინული საპყრობილეებიდან დავიბრუნებთ 107 ჩვენს მებრძოლს. უკრაინას გადავცემთ ამდენივე ტყვეს, ძირითადად კვლავ „ვეესუშნიკებს“ (უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს)“, - წერს ტელეგრამის არხში დონეცკელ სეპარატისტთა მარიონეტი ლიდერი.
უკრაინას სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლის შესახებ სეპარატისტების ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
ასევე ნახეთ
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის განმავლობაში მეომარმა მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს სამხედრო ტყვეები. ბოლოს ეს მოხდა 29 ოქტომბერს, რომლის დროსაც ორივე მხრიდან 100 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი გაათავისუფლდა.