Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები გვარამიას შესაწყალებლად პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართავენ


ფოტოკოლაჟი: სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია
ფოტოკოლაჟი: სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის ერთიანი წერილით მიმართავენ. ამ ეტაპზე უცნობია ყველა პოლიტიკოსის ვინაობა.

"დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე... ამ მიზნით სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები და ოპოზიციონერი დეპუტატები მოაწერენ ხელს შესაბამის წერილს ქალბატონი პრეზიდენტის სახელზე... ჩვენ ასევე მზად ვართ მას შევხვდეთ პირადად და პირადად გავაცნოთ საკუთარი არგუმენტები", - თქვა "ლელოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში.

დოკუმენტზე უკვე არის ანა ნაცვლიშვილისა და სალომე სამადაშვილის ("ლელო"), ხატია დეკანოიძის ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), კახა ოქრიაშვილის ("პროგრესი და თავისუფლება"), თამარ ჩარკვიანის ("კანონი და სამართალი"), ნატო ჩხეიძისა და როსტომ ჩხეიძის ("სახელმწიფო ხალხისთვის"), უპარტიო დეპუტატების თამარ კორძაიას, შალვა შავგულიძის, არმაზ ახვლედიანისა და დავით ბაქრაძის ხელმოწერები.

იმავე თხოვნით პრეზიდენტს საჯაროდ უკვე მიმართა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც.

"სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ის ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფს.

"თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია. როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მხოლოდ პირადად მისი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, სწორი იყოს", - თქვა კობახიძემ.

2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი მხოლოდ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შემთხვევაში დააკმაყოფილა ნაწილობრივ. სააპელაციომაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 220 (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებულ დანაშაულად იმ განსხვავებით, რომ ორივე შემთხვევაში 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გამოიყენა - საქალაქო სასამართლომ 50 ათასლაირიანი ჯარიმა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG