Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: ძველი "კალაშნიკოვები" ახალ პრობლემებს უქმნის რუსეთის არმიას


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა იტყობინება, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ათასობით რუსი ახალწვეული გაგზავნეს ფრონტის ხაზზე.

ხშირ შემთხვევაში ისინი არასაკმარისად არიან აღჭურვილნი, თუმცა ჯერ კიდევ სექტემბერში ახალწვეულები უკრაინაში საერთოდ უიარაღოდ ჩადიოდნენ. როგორც ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება თავის ყოველდღიურ ანგარიშში, ღია წყაროებში გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ახალწვეულები ძირითადად შეიარაღებული არიან „კალაშნიკოვის“ ტიპის ძველი ავტომატებით.

ანგარიშის თანახმად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ავტომატები საბჭოთა არმიის მიერ 1959 წელს იქნა მიღებული შეიარაღებაში, ბევრი მათგანი გამოუსადეგარია ხმარებისთვის.

გარდა ამისა, კონტრაქტით მებრძოლთაგან განსხვავებით, რომლებიც უფრო ახალი მოდელის ავტომატებს გამოიყენებენ, ძველ „კალაშნიკოვებს“ სხვა კალიბრის ვაზნები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ფრონტისთვის ვაზნების მიწოდების ორი ჯაჭვი უნდა უზრუნველყოს, რაც კიდევ უფრო ართულებს ლოგისტიკას, ასკვნიან ბრიტანელი ანალიტიკოსები.

XS
SM
MD
LG