უკრაინამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს [ხერსონის ოლქის] ბერისლავის რაიონის კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი: ნოვოვასილევკა, ნოვოგრიგორევკა, ნოვა კამენკა, ტრიფონოვკა, ჩერვონნოე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა. „მტერი განაგრძობს ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციების დაბომბვას, რათა შეაჩეროს კონტრიერიში კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ“, - ნათქვამია განცხადებაში.
9 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქში გაათავისუფლეს თითქმის 1200 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს დაიწყეს კონტრიერიში.
ამასობაში რუსეთი განაგრძობდა სარაკეტო იერიშებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქის წინააღმდეგ, რაც 10 ოქტომბერს დაიწყო ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ. არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. რუსეთმა ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს, მაგრამ მის აფეთქებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.