Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა


ფოტო არქივიდან: ტატო გრიგალაშვილი. 22 თებერვალი, 2020 წელი
ფოტო არქივიდან: ტატო გრიგალაშვილი. 22 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე მოიგო. ფინალში მან მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა და 2022 წლის სეზონს ოქროს დუბლით ასრულებს - მსოფლიოს ტრიუმფამდე ექვსი თვით ადრე, ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატზეც ოქროს დაეუფლა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 7 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე თერთმეტი სპორტსმენით გაემგზავრა. ტატო გრიგალაშვილამდე, მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებნენ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მაგრამ ოთხივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. 11 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცები და საქართველოს ნაკრებს ორი მონაწილე ეყოლება - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.

XS
SM
MD
LG