Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: „გაივსო რუსებით“ - ეს არის სპეკულაცია


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში ილაპარაკა საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ეთნიკურად ქართველების რაოდენობის შესახებ.

„გაივსო რუსებით“ - ეს არის სპეკულაცია, - განაცხადა კობახიძემ და განმარტა, - აქ არის მარტივი სტატისტიკა, რომელიც არ ექვემდებარება მანიპულაციას. საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 50 000 მოქალაქე იმყოფება, საიდანაც დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უმრავლესობა არიან ქართველები. თქვენ იცით თქვენს გარშემოც, ალბათ, უამრავი ადამიანი, ქართველი, რომლებმაც დატოვეს რუსეთი. ცხოვრობდნენ 10, 20, 30 წლის განმავლობაში და ჩამოვიდნენ საქართველოში. ქართველები არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები.

მთლიანობაში რომ ავიღოთ, რუსი და რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 000 კაცი. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, ეს ელემენტარულად, კომიკურია. გადახედეთ ვითარებას და ეს არის ცარიელი სპეკულაცია“.

21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის დატოვებას ცდილობს ათეულობით ათასი მოქალაქე. მათ შორის, სახმელეთო გზით რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში ჩასვლას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.

XS
SM
MD
LG