გუშინ, რამდენიმედღიანი მგზავრობის შემდეგ, ეროვნებით ჩეჩენმა იბრაჰიმ უმარჰაჯიევმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. ის საქართველოში ჩამოვიდა საბაჟო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსის“ გავლით. რადიო თავისუფლებას იბრაჰიმი უყვება ამ გზაზე ჩრდილოკავკასიელების რთულ გამოცდილებაზე და ამბობს, რომ საზღვარზე შემოშვების უარის მიზეზი ხშირად ადამიანის დაბადების ადგილია.