Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ჰაერში ისროლა


ენდირეიში გამართული საპროტესტო აქცია. 25 სექტემბერი, 2022 წელი
ენდირეიში გამართული საპროტესტო აქცია. 25 სექტემბერი, 2022 წელი

დაღესტანში, ხასავიურტის რაიონის სოფელ ენდირეიში, 25 სექტემბერს ადგილობრივი მცხოვრებლები მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე შეიკრიბნენ. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, აქციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ადამიანი, იუწყებოდნენ გზის გადაკეტვაზე. პოლიციამ ჰაერში ისროლა, თუმცა აქციის მონაწილეები ამის შედეგად არ დაშლილან, ინფორმაციას Кавказ.Реалии ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ენდირეიში მობილიზაციის ფარგლებში გამოიძახეს 110 ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც ახლახან დაბრუნდა არმიიდან.

მაჰაჩყალაში პოლიციამ დააკავა მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე, იუწყება გამოცემა "Кавказский узел". აქციის მსვლელობისას პოლიციელებს დემონსტრანტებისგან გაქცევა უწევდათ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს გზა გადაუკეტეს და შეეცადნენ პოლიციის იძულებას, გაეთავისუფლებინა დაკავებულები. ტელეგრამით გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ პოლიციელმა ერთ-ერთ დემონსტრანტ ქალს დაარტყა.

რუსეთში მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა, ხელისუფლებამ წარადგინა გეგმა, არმიას დაემატოს 300 ათასი რეზერვისტი, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური და აქვთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება. თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ უწყებები მისდით იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.

დაღესტნიდან იუწყებიან, რომ სამობილიზაციო პუნქტებში იბარებენ მრავალშვილიან მამებს, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, საომარი გამოცდილების არმქონე კაცებს და რიგითებს, რომელთა ასაკი აჭარბებს 35 წელს.

XS
SM
MD
LG