"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში უკვე თითქმის სამი საათია 12 ადამიანი შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი. ის ითხოვს ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს.
ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს, 20 სექტემბერს დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა.
ბანკში შეჭრიდან 14 საათამდე მან მძევლად აყვანილი პირების საშუალებით 3 ვიდეო გამოაქვეყნდა. ვიდეოკადრებში ჩანს ბანკში მყოფი პირები და თავად შეირაღებული პირი, რომელიც 2 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი მოთხოვნების შესახებ სწორედ ამ ვიდეოებიდან იცის საზოგადოებამ და სამართალდამცველებმა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ-ერთი ადამიანის მიერ გადაღებული ვიდეო.
დაახლოებით დილის 11 საათზე ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მამაკაცმა 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. მძევლების მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით, “რადიო თავისუფლებამ” მოაგროვა ინფორმაცია თავდამსხმელსა და მის მოთხოვნებზე.