რუსეთის საოკუპაციო ჯარების ცნობით, ერთი უკრაინელი პატიმარი დაიღუპა 18 სექტემბერს, დაახლოებით დილის 9 საათზე, ელენოვკაში (უკრაინულად ოლენივკა) მდებარე კოლონიის დაბომბვის შედეგად, რაშიც სეპარატისტული წყაროები და მათი მიერ კონტროლირებადი მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ.
თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაბომბვის შედეგად ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, კიდევ ხუთი პატიმარი დაიჭრა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ცნობები არ არის.
რუსეთის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ივლისის ბოლო ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარ HIMARS-იდან ნატყორცნი რაკეტით დაბომბეს ელენოვკაში მდებარე 120-ე კოლონია, რომლის შედეგად დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 ადამიანი. მათ შორის უკრაინელი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ქალაქ მარიუპოლში მიმდინარე წლის მაისში დაატყვევეს. მათ შორის, ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლები.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა უარყო რუსეთის ფედერაციის ბრალდება. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა თავად დაბომბეს ელენოვკაში მდებარე კოლონია, რათა დამალონ იქ მყოფი უკრაინელი პატიმრების წამებისა და მკვლელობის შესახებ გავრცელებული ცნობები.