Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიჯაბის გამო დაპატიმრებული ირანელი ქალის სიკვდილმა გამოიწვია საპროტესტო აქციები, საერთაშორისო კრიტიკა


მაჰსა ამინი საავადმყოფოში
მაჰსა ამინი საავადმყოფოში

ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დაპატიმრებული 22 წლის ქალის სიკვდილმა მწვავე რეაქცია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ექიმებმა მაჰსა ამინის სიკვდილი 16 სექტემბერს დაადასტურეს, რადგან ქალის კომაში ჩავარდნის მერე მისმა ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე დღეში - ამის შესახებ წყაროებმა აცნობეს რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს. მისი დაკავების თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ამინი მორალის პოლიციის მანქანაში, საპატიმროში გადაყვანისას როგორც სჩანს ნაცემი იყო.

სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს თეირანში ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს.

ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ მაილის თქმით, "არასწორი" ჰიჯაბის გამო ამინის სიკვდილი თავზარდამცემია და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი გამოდის გამოძიების ჩატარების მოწოდებით "საეჭვო" სიკვდილის გარშემო.

ამინი დასავლეთ ირანიდან თეირანში ნათესავებთან შესახვედრად ჩავიდა, როცა ის 13 სექტემბერს დააპატიმრეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ამინის დედამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოჯახმა საჩივარი შეიტანა თეირანის პოლიციაში და რომ მისი შვილი დაკავებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.

XS
SM
MD
LG