რუსეთის მედიის ცნობით, 16 სექტემბერს ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" გენერალური პროკურატურის შენობაში მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც სეპარატისტული რეგიონის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო დაიღუპა. რუსეთის პროპაგანდა მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ტერაქტს უწოდებს.
ამ ბრალდებაზე უკრაინის შესაბამის სტრუქტურებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
პროკურატურის შენობის წინ შეკრებილი არიან "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები.
იუწყებიან, რომ გორენკოს სამუშაო კაბინეტში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოვიდა მოქმედებაში.