Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუკი ვინმე აღვივებს პოლარიზაციას საქართველოში, ყველა იქაა" - კობახიძე კონფერენციის მონაწილეებზე


ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, რაშიც სტრატეგიული პარტნიორები, ელჩები მონაწილეობენ, პოლარიზაციის გაღვივებაში ადანაშაულებს.

"თქვენ ხედავთ მაკკეინის კონფერენციას და, ვინ არიან დამსწრე პირები. თუკი ვინმე აღვივებს საქართველოში პოლარიზაციას, ყველა არის იქ წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა. რატო ხდება რადიკალიზმისა და პოლარიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების ნორმად წარმოჩენა, მე არ ვიცი. ამაზეც გვექნება რეაქცია", - უთხრა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს.

მანვე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქვეყნის მტრად მოიხსენია და თქვა, რომ მისი განცხადებები არის "მტრობა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ"

"თქვენ ნახეთ, მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონის განცხადება. იმის შესახებ, რომ რეზოლუციამ შედეგი გამოიღო, ამის შედეგია ეს ირიბი სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ა.შ. ახლა, ასეთ ევროპარლამენტარს რა შეიძლება, ვუწოდო? რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი მტრობა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც ევროპარლამენტარი ბრალს გდებს კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაში, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მტრობს ქვეყანას", - თქვა კობახიძემ.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "დიდება უკრაინას" 5-6 სექტემბერს, სასტუმრო სტამბაში იმართება და მასში მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკის კომენტატორები იღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG