Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასობით ირანელმა მოაწერა ხელი საპროტესტო წერილს "ათწლეულების" განმავლობაში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ


თავსაბურავის ტარების ვალდებულების მოწინააღმდეგე სეფიდე რაშნო, (მარჯვნივ) თეირანი, 20 აგვიტოს, 2022 წელი.
თავსაბურავის ტარების ვალდებულების მოწინააღმდეგე სეფიდე რაშნო, (მარჯვნივ) თეირანი, 20 აგვიტოს, 2022 წელი.

ირანის 1000-ზე მეტმა მოქალაქემ და სამოქალაქო აქტივისტმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც პროტესტია გამოთქმული "ირანელი ქალების ჩაგვრის მიმართ ოთხი ათწლეულის განმავლობაში." განცხადებაზე ხელმოწერები გამოიწვია ერთ-ერთი ქალის - რომელმაც პროტესტი გამოთქვა თავსაბურავის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ - ბოლოდროინდელმა დაპატიმრებამ და სავარაუდო წამებამ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სეფიდე რაშნოს "იძულებითი აღიარება" სახელმწიფო ტელევიზიით წარმოადგენს მთავრობის სისტემატური ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს ქალების საჯარო სივრცეებიდან განდევნას ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში.

"ჩვენ არც ბოროტმოქმედები ვართ და არც დამნაშავეები, ჩვენ ისინი ვართ, ვინც ვნახეთ სეფიდე რაშნოს ჩალურჯებული თვალი და არათუ უკან არ დავიხევთ, არამედ ერთად ვიყვირებთ, რომ თავისუფლება ჩვენი უფლებაა და ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია", ნათქვამია განცხადებაში.

რაშნო, 28 წლის მწერალი და მხატვარი, 15 ივნისს დააკავეს მას შემდეგ, რაც ფართოდ გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ეკამათება სხვა ქალს, რომელიც თავსაბურავის ტარების წესების დაცვას აკონტროლებდა ავტობუსში, თეირანში.

XS
SM
MD
LG