Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: ევროკავშირის მინისტრები აპირებენ მხარი დაუჭირონ მოსკოვთან 2007 წლის ვიზების გამარტივების შეთანხმების გაუქმებას


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირის მინისტრები მომავალ კვირაში გეგმავენ მხარი დაუჭირონ გაუქმებას მოსკოვთან 2007 წელს გაფორმებული შეთანხმებისა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უპირატესობებს ანიჭებდა ვიზების მოპოვების პროცესში - იუწყება გამოცემა Financial Times-ი, მოლაპარაკებებში ჩართულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

28 აგვისტოს გავრცელებული ამ ცნობების ფონზე, ევროკავშირის აღმოსავლელი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ ცალმხრივად დაკეტავენ საზღვარს რუსი ტურისტებისთვის, კრემლის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო.

ევროკავშირის მინისტრები აპირებენ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატონ ევროკავშირ-რუსეთის სავიზო შეთანხმების გაუქმებაზე, ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში, 30 აგვისტოს დაიწყება - უთხრა გამოცემას სამმა წყარომ. "უადგილოა რუსი ტურისტები დასეირნობდნენ ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სანაპიროებზე" - უთხრა Financial Times-ს მოლაპარაკებებში ჩართულმა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა და დასძინა: "რუსეთის მოსახლეობას უნდა გავუგზავნოთ სიგნალი, რომ ეს ომი მიუღებელია".

2007 წლის შეთანხმების გარკვეული პუნქტები, რომლებიც ეხებოდა მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლების თავისუფალ გადაადგილებას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე იქნა გაუქმებული. FT-ი წერს, რომ შეთანხმების უფრო ფართოდ გაუქმება აღმოფხრის შეღავათებს, რომლებითაც რუსები სარგებლობდნენ ევროკავშირის ვიზების მოთხოვნის პროცესში. რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც ვიზებს გააძვირებს, მათი მიღების ლოდინის პერიოდს კი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს - იუწყება გამოცემა.

XS
SM
MD
LG