რუსეთი და რუსეთთან აფილირებული წყაროები კვლავ აქტიურად აწარმოებენ საქართველოში ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისევე როგორც უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებში, ლუგარის ცენტრშიც ამერიკელები ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ და მათი რიტორიკის თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ უკრაინასა და საქართველოში მოქმედი ლაბორატორიებიდან სიცოცხლისათვის საშიში ვირუსების გავრცელებაა მოსალოდნელი.
ამას გარდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ამავე დროს ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, გაჩნდა ინფორმაცია, საქართველოში ლუგარის ცენტრის შესაძლო დახურვის შესახებ.
ამ და ლუგარის ლაბორატორიის გარშემო არსებულ სხვა კითხვებზე, რადიო თავისუფლება ელაპარაკა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეგიონულ დირექტორს, ჩარლს ვიტეკს.