Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ელექტროენერგიის წყაროდან გამორთეს რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური


ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური
ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური

უკრაინაში ელექტროენერგიის სახელმწიფო წყაროდან გამორთეს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური, რომელსაც მარტის დასაწყისიდან რუსეთის ძალები აკონტროლებდნენ.

სახელმწიფო ენერგოოპერატორმა, Enerhoatom-მა, 25 აგვისტოს ტელეგრამით დაწერა, რომ ევროპის ამ უდიდეს ბირთვულ სადგურზე ელექტროენერგიიდან გამორთეს უკანასკნელი ორი რეაქტორი, მას მერე, რაც ახლოს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა სადგურის ელექტროენერგიის წყაროსთან დამაკავშირებელი ხაზები.

"ამის შედეგად ქსელიდან გამორთულ იქნა ენერგიის ორი მოქმედი ობიექტი. ამდენად, [რუსების] ნაბიჯებმა გამოიწვია სადგურის სრული გამორთვა ელექტროენერგიის წყაროდან, რაც პირველი ამგვარი შემთხვევაა სადგურის ისტორიაში", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ძალისხმევა სადგურის ქსელთან კვლავ დასაკავშირებლად.

ზაპოროჟიეს სადგურს 4 მარტის შემდეგ რუსეთის ძალები აკონტროლებენ. უკრაინელ ინჟინრებს სადგურზე მუშაობის გაგრძელების საშუალება რუსეთის ზედამხედველობით ჰქონდათ. ბოლო კვირებში ამ არეალში შეტაკებები იყო რუსეთის და უკრაინის ძალებს შორის, რასაც მოჰყვა შიშები ატომური კატასტროფის შესახებ.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში.

გაერო გამოვიდა წინადადებით, მდგომარეობა ადგილზე შეისწავლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მკვლევრებმა, თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ ისინი სადგურთან რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან უნდა ჩავიდნენ.

როგორც IAEA-ის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ 25 აგვისტოს, უფრო ადრე თქვა, კიევი და მოსკოვი თანხმდებიან, რომ გაეროს თანამშრომლები ადგილზე უნდა ჩავიდნენ და შეისწავლონ ბირთვულ სადგურზე არსებული ვითარება.

XS
SM
MD
LG