Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთოლა და მისი ბრიგადა „ჩა“-ში


ფოთოლა და მისი ბრიგადა „ჩა“-ში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:00 0:00

მწველი მზის გულზე, ლამის წელამდე ჩაის ბუჩქებში მუშაობა არ არის ადვილი - ან გველს არ გადაეყარონ, ან ბზიკები არ დაესიონ. მაგრამ მათი შემოსავალი იმაზეა დამოკიდებული, დღეში რამდენ კილო ჩაის შეაგროვებენ - ამიტომ, არც ერთი ფოთოლი არ უნდა დაიკარგოს.

დილის რვა საათია. ფოთოლა, ლალი, მარინა, მერი, თიკა, ნაზი და ნონა ოზურგეთის სოფელ მშვიდობაურიდან, ჩაის საკრეფად მიდიან.

კრეფის სეზონი, ხანმოკლე პაუზებით, მაისიდან სექტემბრამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში მეჩაიეებს შემოსავალი ექნებათ.

მწველი მზის გულზე, ლამის წელამდე ჩაის ბუჩქებში მუშაობა არ არის ადვილი - ან გველს არ გადაეყარონ, ან ბზიკები არ დაესიონ. მაგრამ მათი შემოსავალი იმაზეა დამოკიდებული, დღეში რამდენ კილო ჩაის შეაგროვებენ - ამიტომ, არც ერთი ფოთოლი არ უნდა დაიკარგოს.

ამ პერიოდს გურიაში თხილის კრეფის სეზონიც ემთხვევა. ამიტომ მათ სულ საქმე აქვთ - დილიდან დაღამებამდე. თუ ჩაიში არ არიან, თხილის მოსაკრეფად მიდიან.

ფოთოლა დონდოლაძე მშვიდობაურის მეჩაიეთა ბრიგადის მეთაურია - 40 წელია ჩემი ხელი არ გაჩერებულაო, ამბობს. ასე არიან სხვა მეჩაიე ქალებიც - მათი დღე ამ პერიოდში დილის ექვს საათზე იწყება. საქონელს უნდა მიხედონ, ოჯახში სადილი დატოვონ, თავიანთი საგზალი გაიმზადონ, თავადაც მოემზადონ და ჩაის პლანტაციისკენ გზას გაუდგნენ. საღამოს კი, სახლში მისულებს, ისევ საქმე ხვდებათ.

ლალი ამბობს, ასე მგონია, „ჩაში უფრო ვისვენებო“.

ფოთოლას ბრიგადის სხვა ქალებიც ამბობენ, რომ ჩაიში ყოფნას, დაღლასთან ერთად, თავისი ხალისიც მოაქვს - დასვენების ერთი საათი, როცა ერთმანეთს თავიანთ დარდებს და სიხარულს უზიარებენ.

XS
SM
MD
LG