Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთმა უკრაინაში საომრად "მოხალისეთა"ახალი რაზმი გაგზავნა


"კადიროველები" მარიუპოლში
"კადიროველები" მარიუპოლში

ორკვირიანი მომზადების შემდეგ, ჩეჩნეთიდან უკრაინაში საომრად გაგზავნეს ე.წ. მოხალისეთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც გადამზადების კურსები გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიარა.

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი რამზან კადიროვი თავის ტელეგრამის არხში აღნიშნავს, რომ " მოხალისეები" ომში მიჰყავთ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგომედ დაუდოვს, უშიშროების საბჭოს მდივანს, აპტი ალაუდინოვს, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ასლან ირახანოვსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ალი ტაგიროვს.

ომში გასაგზავნი ახალი რაზმის წევრთა რაოდენობა არ კონკრეტდება. მანამდე კადიროვმა განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე ყოველკვირეულად 200-მდე "მოხალისეს" ამზადებენ.


თავისი პოსტის ბოლოს, კადიროვი "მოხალისეებს" "კარგ ნადირობას" უსურვებს.

ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ბლოგერები იტყობინებიან, რომ მათ მიმართა რესპუბლიკის არაერთმა მცხოვრებმა, რომელთა თქმით, ადამიანებს იტაცებენ, რათა შემდეგ იძულებით "მოხალისეებად" გაგზავნონ უკრაინის წინააღმდეგ ომში. მათი თქმით, არჩევანი ადვილი არ არის: ან ხელს აწერთ კონტრაქტს და მიდიხართ მოსაკლავად, ან რისკავთ "საიდუმლო" ციხეებში განუსაზღვრელი დროის გატარებას.

რამზან კადიროვი თითოეულ "მოხალისეს" უკრაინაში საბრძოლველად წასვლის სანაცვლოდ 300 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას დაჰპირდა, რაც რამდენიმე კვირის შემდეგ გაუქმდა, თუმცა ჩეჩნეთი კვლავ რჩება უკრაინაში გასაგზავნი მრავალეროვნული დანაყოფის მომზადების ერთ-ერთ ძირითად ცენტრად.

XS
SM
MD
LG