Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა


უკრაინული ხორბლით დატვირთული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Polarnet-ი საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩავიდა
უკრაინული ხორბლით დატვირთული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Polarnet-ი საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩავიდა

გემმა POLARNET-მა სტამბოლში შემოწმება გაიარა და თურქეთში საბოლოო დანიშნულების ადგილას ჩავიდა.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდ კუბრაკოვის განცხადებით, ეს წარმატებული გამოცდილება იძლევა შესაძლებლობას, ოპტიმიზმით შეხედონ უკრაინული პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადაზიდვის მომავალს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გემები NAVI STAR -ი და ROJEN-ი, რომლებიც POLARNET -თან ერთად გავიდნენ, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩავლენ დანიშნულების ადგილზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულების პირობებში, „მარცვლეულის დერეფანი“ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებას გააგრძელებს.

„უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა. ეს იმედის სიგნალს უგზავნის ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახს. უკრაინა არ მიგატოვებთ. თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, „მარცვლეულის დერეფანი“ გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებას“, - წერს კულება.

ის დასძენს, რომ უკრაინა „შიმშილის თამაშებს არ თამაშობს“, რუსეთისგან განსხვავებით.

22 ივლისს რუსეთი, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესახებ. შეთანხმების მიღწევის შემდეგ, პორტებიდან უკვე გავიდა სიმინდით, მზესუმზირითა და მზესუმზირის ზეთით, ჯამში 30 ათასი ტონა პროდუქტით, დატვირთული 10 გემი.

XS
SM
MD
LG