Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლისში ინფლაციის დონე 11,5%-ია - საქსტატი მონაცემებს აქვეყნებს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ივლისის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციია 7,0%-ია.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2022 წლის ივლისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2022 წლის ივლისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციაზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16,4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,25 პროცენტული პუნქტით აისახა.
  • ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (29,3%)
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21,3%)
  • ყავა, ჩაი და კაკაო (18,2%)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18,1%)
  • ზეთი და ცხიმი (17,5%), რძე, ყველი და კვერცხი (16,9%), თევზეული (14,9%)
  • ხილი და ყურძენი (13,7%)
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (12,7%);
  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20,6%-ით, რაც 2,46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25,6%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14,7%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,6%);
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ამ ჯგუფში ფასები 13,3%-ით გაზარდა რაც 1,31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
  • ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27,3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13,1%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6,0%);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,3%-ანი მატება, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7,4%).

ინფლაციია სამომხმარებლო ფასების ზრდას გულისხმობს, საქონლისა და სერვისების გაძვირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება.

მთავრობის მიერ ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3 პროცენტია.

XS
SM
MD
LG