Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავას შვილები საქართველოში ჩამოიყვანეს


ფოტო: როზეტა ყალიჩავა შვილებთან ერთად.
ფოტო: როზეტა ყალიჩავა შვილებთან ერთად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის" იურისტმა თამარ ლუკავამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ პოლონეთში მოკლული 26 წლის ქალის, როზეტა ყალიჩავა შვილები დღეს საქართველოში ჩამოიყვანეს.

თამარ ლუკავამ, რომელიც მოკლული ქალის ოჯახის ინტერესებს იცავს, გვითხრა, რომ პოლონეთიდან სასამართლომ ბავშვების ბებია დაკითხა მეურვეობის საკითხზე, რის შემდეგაც მას მიანიჭა დროებითი მეურვის სტატუსი და ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის უფლება მისცა. „საფარის" ჩართულობით მოვიძიეთ პოლონური ორგანიზაცია და მათი ადვოკატის დახმარებით ბებიას მიენიჭა დროებითი მეურვის სტატუსი", - აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლო განხილვა გაგრძელდება ბებიისთვის ბავშვების მუდმივი მეურვის (18 წლამდე) სტატუსის მინიჭების საკითხზე. როგორც ადვოკატი განმარტავს, ქართულმა მხარემ უნდა წარადგინოს ადგილზე გაკეთებული შეფასდება - სოცმუშაკი მივიდეს სახლში, შეამოწმოს გარემო, ნახოს ბებიასთან რამდენად არის დაცული ბავშვების საუკეთესო ინტერესი. შემდეგ, შეფასება პოლონეთში გაიგზავნება.

26 წლის როზეტა ყალიჩავა, 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობა პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG