ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახავთ, როგორ ათმობინებს პროკურატურა კურორტ საირმეში და მის მიმდებარედ მოქალაქეებს უძრავ ქონებას, რომელიც მათ საჯარო რეესტრში აქვთ რეგისტრირებული და ათეულობით წელი ფაქტობრივად ფლობდნენ. “ვაღიარებ და ვინანიებ” წერენ ქონება ჩამორთმეული მესაკუთრეების საპროცესო შეთანხმებისას, როცა ქონებას სახელმწიფოს გადასცემენ. რა აკავშირებს ქონებების დათმობასთან კურორტ საირმის მეპატრონეს, ბიზნესმენ თემურ კოხოძეს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო, ახლა კი ქართული ოცნების გულშემატკივარია.