Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტანო: რეფორმები საშინაო დავალებაა, ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს


პიტერ სტანო, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწე
პიტერ სტანო, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწე

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწე პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავირის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ელჩს კარლ ჰარცელს და აცხადებს, რომ საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი.

საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისიწინებული რეფორმების განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა, საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირ-საქართველოს დაახლოებისთვის",- წერს პიტერ სტანო.

20 ივლისს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ „მას შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“.

ამავე დღეს პარტია "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება. გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიმართა ჰარცელმა ცოლთან ერთდა 20 ივნისს გაავრცელა.

XS
SM
MD
LG