„გაზპრომმა“ და ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ (NIOC) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს 40 მილიარდი დოლარის ფარგლებში, იტყობინება ირანის ნავთობის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო SHANA.
შეთანხმება, რომელსაც 19 ივლისს მიაღწიეს, ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტს თეირანში, სადაც ის ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას უმაღლეს დონეზე შეხვდერაში.
SHANA-ს ცნობით, „გაზპრომი“ NIOC-ს დახმარებას სთავაზობს კიშისა და ჩრდილოეთ ფარსის გაზის ოფშორული საბადოების, ასევე ნავთობის ექვსი საბადოს ათვისებაში.
„გაზპრომი“ ასევე მონაწილეობას მიიღებს გათხევადებული გაზის პროექტებში და გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობაში.
ირანი ბუნებრივი აირის რეზერვების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ, მაგრამ აშშ-ის სანქციები მას ხელს უშლის მომპოვებელი ტექნოლოგიების შეძენაში და ანელებს გაზის ექსპორტს.