ორბელიანების სასახლეში უკრაინიდან ლტოლვილ ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა - „ჩამოქცეული ცა“ - გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი.
„თქვენი აქ ყოფნა არა მხოლოდ თქვენი ნახატებით, არამედ აქ ყოფნა და ამ გამოფენის გამართვა, არის უკვე განაცხადი იმისი, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით, თუ რამხელა ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რაც არის ჩვენი ერთობლივი ევროპული გზა, - მიმართა ხელოვნებს პრეზიდენტმა და დაამატა, - დღეს, როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანი არის, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, იმიტომ რომ ნამდვილი უსაფრთხოება არის რეალურად მიღწეული, როცა იმ ოჯახში ხარ, სადაც ერთმანეთის გვერდზე, არა მხოლოდ გვერდზე, მაგრამ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ყველა ზრუნავს. ეს არის ჩვენი მომავალი. მე გისურვებთ ამ მომავალს და ვუსურვებ ჩვენს ხალხს ამ მომავალს. ვიცით, დღეები გაივლის, ვიცი, რომ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი ამ ომის შემდეგ და უფრო შემართებული".
ორბელიანების სასახლეში გამოიფინა ლიუბოვ დუშინას, ოლგა ლისიცკას, ირინა ვინიჩენკოს, პოლინა ბალაცკოს, ევა კოჟარინოვას, ანასტასია კლიმენკოს, ნიკა ხვოროსტენკოს და ნატალია კოსსის ნამუშევრები.