Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიული გამარჯვება - საქართველოს სარაგბო ნაკრებმა იტალიას მოუგო


"ბორჯღალოსნებმა" ბათუმში გამართულ ტესტ-მატჩში იტალიის ნაკრებს ცხრაქულიანი უპირატესობით აჯობეს
"ბორჯღალოსნებმა" ბათუმში გამართულ ტესტ-მატჩში იტალიის ნაკრებს ცხრაქულიანი უპირატესობით აჯობეს

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

"ბორჯღალოსნებმა" ბათუმში გამართულ ტესტ-მატჩში ევროპის ექვსი ერის მონაწილე იტალიის ნაკრებს ცხრაქულიანი უპირატესობით აჯობეს - 28:19.

თამაშის ორივე ტაიმი ქართველი მორაგბეებისთვის სასურველი ანგარიშით დასრულდა.

შესვენებაზე მასპინძლები ექვსქულიანი სხვაობით (19:13) გავიდნენ. თამაშის ბოლომდე კი უპირატესობა კიდევ გაზარდეს.

საქართველოს ნაკრებმა რაგბის ტიერ1-ის გუნდი პირველად დაამარცხა.

XS
SM
MD
LG