1 ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებს ვიზის მიღება დასჭირდებათ უკრაინაში შესასვლელადმ - აცხადებს უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერჰი დეინეკო. მისი თქმით, "უვიზო მოგზაურობა წარმოადგენს პრივილეგიას იმ განვითარებული დემოკრატიების მოქალაქეებისთვის, რომლებიც არც სამოქალაქო პირებს ხოცავენ და არც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს".
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსებს შეუძლიათ რვა ქალაქში შეიტანონ სავიზო განაცხადები - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, კალინინგრადში, ყაზანში, ნოვოსიბირსკში, დონის როსტოვსა და სამარაში - კომპანია VFS Global-ის ოფისებში, რომელიც აწარმოებს სავიზო განაცხადების რეგისტრირებას.
შემდეგ განაცხადებს დაამუშავებენ სხვა ქვეყნებში განთავსებული უკრაინის დიპლომატიური მისიები, რადგან უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა მალე მას შემდეგ, რაც მოსკოვი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივნისის შუა პერიოდში თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღება მიზნად ისახავდა "დაპირისპირებას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილ უპრეცედენტო საფრთხეებთან".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ მოსკოვი ამ ნაბიჯს უპასუხებს.