Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თქმით, ლისიჩანსკის გარშემო ვითარება ძალზე რთულია


ლისიჩანსკი
ლისიჩანსკი

რუსეთის ჯარები განაგრძობენ ქალაქ ლისიჩანსკზე იერიშს. როგორც რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ვითარება ძალზე რთულია.

29 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ მაღლობზე მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი, რომლისთვის ბრძოლასაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს მოსკოვის მცდელობისთვის, ხელში ჩაიგდოს უკრაინის ინდუსტრიული რეგიონი დონბასი.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა, რომ ქალაქის გარშემო „ყველგან ბრძოლებია“.

„რუსები იყენებენ ყველა იარაღს, რაც კი მოეპოვებათ... და არ განარჩევენ, სამიზნეები სამხედროა თუ სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის დაწესებულებები“, - თქვა ჰაიდაიმ და აღნიშნა, რომ ლისიჩანსკში ვითარება ძალზე რთულია. „ყველაფერს ანგრევენ, ესაა დამწვარი მიწის პოლიტიკა“, - დასძინა მან.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა 29 ივნისს განაცხადა, რომ პერსპექტივა „საკმაოდ პირქუშია“ და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კვლავაც სურს უკრაინის უდიდესი ნაწილის ხელში ჩაგდება.

XS
SM
MD
LG