Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დოჟდი" სტუდიიდან მაუწყებლობას აპირებს ლატვიაში, საფრანგეთში, საქართველოსა და ნიდერლანდში


ტიხონ ძიატკო, "დოჟდის" მთავარი რედაქტორი
ტიხონ ძიატკო, "დოჟდის" მთავარი რედაქტორი

ტელეარხი „დოჟდი“, რომელმაც ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სტუდიიდან რამდენიმე ქვეყანაში მაუწყებლობას აპირებს, მათ შორის არის საქართველოც. ამის თაობაზე ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ დაწერა.

„9 ივნისს მაუწყებლობის დაწყებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ეს მალე მოხდება, როდესაც მზად ვიქნებით. ბევრი გეგმა გვაქვს - სხვადასხვა სტუდიიდან ვაპირებთ მაუწყებლობას ლატვიაში, ნიდერლანდში, საფრანგეთსა და საქართველოში. მცირედით დავიწყებთ და გავფართოვდებით საეთერო ბადეში. ძალიან მოგვენატრეთ და ვიმედოვნებთ, თქვენც [მოგენატრეთ]. ყველა დეტალი - მალე!“ - დაწერა ძიატკომ "ფეისბუკის" გვერდზე.

10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არხის რედაქცია მოსკოვში მუშაობდა, თუმცა მარტის დასაწყისში იძულებული გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა ე.წ. "ფეიკების კანონის" გამო.

არხის გენერალური დირექტორის, ნატალია სინდეევას თქმით, რუსეთში მუშაობის გაგრძელება ჟურნალისტებს დევნის საფრთხის წინაშე აყენებდა ნებისმიერი იმ პუბლიკაციისთვის, რომლებიც შეუსაბამო იქნებოდა კრემლის პოზიციებთან. "დოჟდის" ბევრმა თანამშრომელმა რუსეთი დატოვა, მათი ნაწილი "იუტუბის" საკუთარი არხებით მაუწყებლობს.

თბილისიდან მაუწყებლობენ ჟურნალისტები ტიხონ ძიადკო, ეკატერინა კოტრიკაძე და ანა მონგაიტი.

XS
SM
MD
LG