Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვას კავშირი აქვს „აზოვსტალის“ ქარხნის დატყვევებულ მცველებთან – უკრაინის შს მინისტრი


"აზოვის" ბატალიონის დატყვევებული ჯარისკაცები, "აზოვსტალის" ქარხნის დატოვების შემდეგ.
"აზოვის" ბატალიონის დატყვევებული ჯარისკაცები, "აზოვსტალის" ქარხნის დატოვების შემდეგ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურები „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატყვევებულ მცველებს უკავშირდებიან. მისი სიტყვებით, კიევი ყველაფერს აკეთებს მებრძოლების გასათავისუფლებლად.

"სწორედ მათი [დაზვერვის სამსახურის] საშუალებით ვსწავლობთ დაკავების პირობებს, კვებასა და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი აქ უნდა იყვნენ, კიევში და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის", - უთხრა მონასტირსკიმ უკრაინულ მედიას.

„აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო - ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. ამას ეწინააღმდეგებიან რუსეთის დუმაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო, პრორუსული ხელისუფლება კი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები უნდა გასამართლდნენ.

"აზოვსტალის" დამცველთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების, მესაზღვრეების, პოლიციელებისა და მოხალისეების გარდა, არიან პოლკ "აზოვის" მებრძოლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს, უზენაეს სასამართლოს მიმართა, "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

XS
SM
MD
LG