Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა როლდუგინს, ზახაროვასა და სხვებს


პუტინის მეგობარი, ჩელისტი სერგეი როლდუგინი
პუტინის მეგობარი, ჩელისტი სერგეი როლდუგინი

აშშ-მა გააფართოვა იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო შემოღებული სანქციების სია. მას კიდევ 17 რუსის გვარი დაემატა.

ხუთშაბათს აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებული სიაში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, პუტინთან დაახლოებული ჩელისტი სერგეი როლდუგინი, ბიზნესმენი ალექსეი მორდაშოვი და მისი ცოლი, გოდ ნისანოვი და მორდაშოვის ორი შვილი.

სიაში არის რუსეთის ერთი ფედერალური მინისტრი ირეკ ფაიზულინი, რომელიც საბინაო-კომუნალურ საქმეებს განაგებს და კრემლთან დაახლოებული კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფო კომპანიებს.

უფრო ადრე სერგეი როლდუგინს, რომელიც მოსკოვში ცნობილია მეტსახელით „პუტინის საფულე“, ევროკავშირმა დაუწესა სანქციები პუტინის ახლო გარემოცვის სხვა ცნობილ წევრებთან ერთად.

XS
SM
MD
LG