Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ნატოს მიერ პირდაპირ საფრთხედ გამოცხადებას უპასუხებს "უშუალო საფრთხის შექმნით"


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. მოსკოვი, 2022 წლის მარტი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. მოსკოვი, 2022 წლის მარტი

თუ ნატო რუსეთს პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადებს, რუსეთის პასუხი „ამ შეფასების სიმაღლეზე“ იქნება, - ამის შესახებ დღეს, 16 მაისს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

„მათ შევუქმნით უშუალო საფრთხეს, რათა ამ შეფასების სიმაღლეზე ვიყოთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.

15 მაისს, სააგენტო „ბლუმბერგმა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც ივნისისთვის მზადდება, რუსეთი შესაძლოა, ნატოსთვის უშუალო საფრთხედ გამოცხადდეს. 2010 წელს დამტკიცებული კონცეფციით, ნატო რუსეთს პარტნიორად განიხილავდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოში შესვლა გადაწყვიტეს ფინეთმა და შვედეთმა.

XS
SM
MD
LG