ნალჩიკის გარნიზონის სამხედრო სასამართლო 19 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლაზე უარის თქმის გამო გათავისუფლებული ეროვნული გვარდიის 115 თანამშრომლის სარჩელზე წინასწარ მოსმენებს გამართავს.
ამის შესახებ "ტელეგრამის" არხით ცნობა ადამიანის უფლებათა ჯგუფ "აგორას" ხელმძღვანელმა, პაველ ჩიკოვმა, გაავრცელა. აპრილში ადვოკატმა განაცხადა, რომ რუსეთის გვარდიის სამხედროებმა და თანამშრომლებმა "აგორას" იურიდიული დახმარებისთვის 17 ქალაქიდან, მათ შორის კრასნოდარიდან, ვლადიკავკაზიდან, ნალჩიკიდან, ჩერქესკიდან და სტავროპოლიდან მიმართეს. ჩიკოვის თქმით, ყველამ განაცხადა იმ ზეწოლის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც უკრაინაში წასვლაზე უარის თქმის გამო დაემუქრათ.
კრასნოდარიდან "როსგვარდიის" ომონის "პლასტუნის" ოპერატიული დანაყოფის 12-მა სამხედრო მოსამსახურემ უარი თქვა ანექსირებულ ყირიმში უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უარის მთქმელებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ. თუმცა, როგორც ადვოკატმა მიხაილ ბენიაშმა თქვა, 12 სპეცრაზმელიდან ცხრამ, "სპეცსამსახურების ზეწოლის გამო," მოგვიანებით უკან წაიღო სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკები.
უკრაინაში წასვლაზე უარის გამო გათავისუფლებული ეროვნული გვარდიელების სარჩელს ნალჩიკის სასამართლო განიხილავს
ყველაზე პოპულარული
1