Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობებში "მემკვიდრეობითობის" იმედი აქვს


ფოტო არქივიდან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო. 2021 წლის ივნისი
ფოტო არქივიდან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო. 2021 წლის ივნისი

რუსეთს იმედი აქვს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ალან გაგლოევის გამარჯვების შემდეგ, „სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობებში შენარჩუნებული იქნება მემკვიდრეობითობა. ამის შესახებ დღეს, 9 მაისს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.

„მოველით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა რუდენკომ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია "ნიხასის" თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა დაამარცხა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.

ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს ბიბილოვი აქცენტს აკეთებდა რუსეთის შემადგენლობაში "სამხრეთ ოსეთის" შესასვლელად რეფერენდუმის ჩატარებაზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკრაინაში საომრად გაგზავნა ადგილობრივი სამხედროები, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ რუსეთის საოკუპაციო ბაზაზე.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

XS
SM
MD
LG