Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პიტერ აკერმანი, „არაძალადობრივი კონფლიქტების ცენტრის“ დამფუძნებელი


პიტერ აკერმანი
პიტერ აკერმანი

პიტერ აკერმანი, IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი და „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი გარდაიცვალა.

„ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი არაძალადობრივი კონფლიქტების საკითხებში“, - წერს IREX-ი სამგლოვიარო წერილში.

აკერმანმა დოქტორის ხარისხი მიიღო ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, ტაფტსის უნივერსიტეტში და იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ ორი მნიშვნელოვანი წიგნის თანაავტორი. მან ხელი შეუწყო რამდენიმე წარმატებული სერიალის კონტენტის შემუშავებას და რედაქტირებას, მათ შორის დოკუმენტური ფილმისა „დიქტატორის ჩამოგდება“, სერბი დიქტატორის, სლობოდან მილოშევიჩის შესახებ.

ის, ასევე, იყო Freedom House-ის თავმჯდომარე, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

პიტერ აკერმანი აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ შეხვედრას „რევოლუციური გეგმების“ განხილვა უწოდა.

XS
SM
MD
LG