Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჩეჩნეთის შალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ყოფილი თავკაცი დაიღუპა


უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ჩეჩნეთის შალის რაიონის სოფელ დუბა-იურტის ყოფილი თავკაცი, ასლან უსპანოვი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობა "ტელეგრამის" არხით ოპოზიციონერმა ჩეჩენმა ბლოგერმა, ხასან ხალიტოვმა, შესაბამის ვიდეოჩანაწერთან ერთად გამოაქვეყნა. მასზე ჩანან სავარაუდო ჩეჩნეთის რაზმის ორი მებრძოლი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ დაიღუპნენ. ვიდეოს გადაღების დროს თანამებრძოლები ცდილობენ ბეტონის ფილის გადაწევას, რომლის ქვეშაც ჯარისკაცები მოყვნენ.

ხალიტოვმა დაადგინა ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა. იგი აღმოჩნდა ასლან უსპანოვი, რომელიც სოფელ დუბა-იურტის ხელმძღვანელი იყო 2009 წლის იანვრიდან მაისამდე. მანამდე უსპანოვმა ჩაწერა ვიდეომიმართვა რამზან კადიროვის სახელზე, რომელშიც ჩეჩნეთის ლიდერთან შეხვედრას ითხოვს და მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო შესჩივის. ყოფილი მოხელე ასევე ამბობს, რომ 4 წელიწადი დაყო ციხეში, მაგრამ არ აზუსტებს, თუ რა ბრალდების გამო იმყოფებოდა პატიმრობაში.
უკრაინაში დაღუპული მეორე ჩეჩენი მებრძოლის ვინაობა უცნობია. ოფიციალურად ამ ორი მებრძოლის დაღუპვა აქამდე არ დადასტურებულა.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის წყაროს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ინტერვენციის განმავლობაში ჩეჩნეთის 60 წარმომადგები დაიღუპა. 1 მარტს ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, აღიარა მხოლოდ ორის, აბდულბეკ ტარამოვისა და ტიმრილან ისაევის, დაღუპვა. 7 აპრილს საინფორმაციო სააგენტო
"ჩეჩნეთი დღეს" გამოაქვეყნა სტატია კიდევ 7 დაღუპული მებრძოლის ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის თაობაზე.

XS
SM
MD
LG