ფინეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვის დახმარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება, ფინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით.
ამასთან, უწყება არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას დახმარების შინაარსის, მიწოდების გზების ან ვადების შესახებ, რათა ხელი არ შეეშალოს დახმარების დანიშნულების ადგილამდე მიღწევას. მანამდე რუსეთი დაემუქრა დასავლეთის ქვეყნებს, რომ ხელს შეუშლის მძიმე სამხედრო ტექნიკის უკრაინისათვის მიწოდების მცდელობას.
ასევე დღეს ნიდერლანდმა გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინაში მძიმე სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ჯავშანტექნიკის გაგზავნის შესახებ. ამის თაობაზე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
ყველაზე პოპულარული
1