Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს ცეცხლმოკიდებულ კრეისერ "მოსკვას"


კრეისერ "მოსკვას" ხსოვნის აქცია, სევასტოპოლი.
კრეისერ "მოსკვას" ხსოვნის აქცია, სევასტოპოლი.

18 აპრილს, გამთენიისას ტელეგრამის რამდენიმე არხზე გამოჩნდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცეცხლმოკიდებულ კრეისერ "მოსკვას". კრეისერი 14 აპრილს ბორტზე ხანძრის შედეგად ჩაიძირა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, ხანძარი გამოიწვია ტყვია-წამლის დეტონაციამ, მეზღვაურები ცდილობდნენ ხომალდის პორტში გაჩერებას, მაგრამ ის შტორმის გამო ჩაიძირა.

უკრაინა აცხადებს, რომ კრეისერზე იერიში განხორციელდა ორი ანტისახომალდო რაკეტით. ამავე ვერსიას იმეორებს აშშ.

ფოტო და ვიდეომასალის ნამდვილობა არ არის დადასტურებული, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ისინი რეალობის შესაბამისად გამოიყურება და მათზე ასახული ხომალდი ნამდვილად "მოსკვაა". უცნობია, ვინ გადაიღო გავრცელებული მასალა. თურქი ანალიტიკოსი, იორიუკ იშიკი ამტკიცებს, რომ მასალა გადაღებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამაშველო ხომალდიდან. მოკლე ვიდეო აჩვენებს "მოსკვას", რომელიც გარშემორტყმულია, როგორც ჩანს, საშველად მისული სხვა ხომალდებით. ზღვა მეტნაკლებად მშვიდია - არადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმ დროს შტორმზე ლაპარაკობს.

დასავლელი ანალიტიკოსების ვერსიით, ფოტოს თანახმად, შესამჩნევი ზიანი არ გამორიცხავს სარაკეტო დარტყმას, რომელიც რჩება კრეისერის ჩაძირვის მიზეზის დამაჯერებელ ვერსიად. თუმცა, ექსპერტები წერენ, რომ საჭიროა ხომალდის დაზიანებების უფრო დეტალური ანალიზი.

XS
SM
MD
LG