ფიგურულ ციგურაობაში, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სპორტულ წყვილებში, შეჯიბრება საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრები 67.77 ქულით დაწინაურდნენ და 6 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილზე მყოფ ავსტრალიელ წყვილს. თავისუფალ პროგრამაში კი, ჟიურისგან 120.35 ქულა მიიღეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგი იყო. შესაბამისად, საფინა-ბელურავას დუეტმა, საერთო ქულებითაც პირველი ადგილი შეინარჩუნა და ამ რანგის შეჯიბრებაზე, ისტორიული გამარჯვება მოუპოვა საქართველოს.