Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლა უცხო ქალაქში - უკრაინელი მოსწავლეები თბილისში


სკოლა უცხო ქალაქში - უკრაინელი მოსწავლეები თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:04 0:00

სავალდებულო საგნებთან ერთად უკრაინელმა ბავშვებმა ქართული ენის სწავლაც დაიწყეს - ოლენა ამბობს, რომ მათ უნდა იცოდნენ იმ ქვეყნის ენაც, სადაც ჩამოვიდნენ და ისიც, თუ რატომ საქართველო: მათ უნდა ესმოდეთ, რომ იმ ქვეყანაში, რომელმაც საკუთარ თავზე განიცადა რუსეთის აგრესია, მათი ძალიან კარგად ესმით.

თუ ამ დღეებში თბილისის 41-ე საჯარო სკოლის მეორე სართულზე მოხვდებით, იქ პატარა უკრაინა დაგხვდებათ - ეს სივრცე დაიკავა ამ სკოლის უკრაინულმა სექტორმა, რომელიც იქ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. ასზე მეტი უკრაინელი ბავშვი სწავლას მეორე ცვლაში იწყებს. ისინი, მათი უკრაინელი პედაგოგების მსგავსად, ომს გამოექცნენ და იმედი აქვთ, რომ დროებით შეაფარეს თავი საქართველოს.

ასე შეხვდა ერთმანეთს ათობით უკრაინელი კიევიდან, ხერსონიდან, დნეპროპეტროვსკიდან, გოსტომელიდან, ხარკოვიდან და სხვა ქალაქებიდან. მათ ამ თავმოყრას კი სათავეში ოლენა კუხარევსკა ჩაუდგა, კიევის ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორი. ომის გამო საქართველოში წამოსვლის შემდეგ ოლენა მიხვდა, რომ რაღაც უნდა ემოქმედა - ისიც იცოდა, რომ თბილისში ბევრი უკრაინელი იყო. აღმოაჩინა, რომ თბილისში უკრაინული სკოლა არ არსებობდა და ეს ამბავიც მაშინ დაიწყო.

განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხერხდა და უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწისა და ისტორიკოსის, მიხეილ გრუშევსკის სახელობის სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა. იქ სწავლის სურვილი კი ოლენას საჯარო განცხადებიდან და აპლიკაციების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ათობით უკრაინულმა ოჯახმა გამოთქვა.

სავალდებულო საგნებთან ერთად უკრაინელმა ბავშვებმა ქართული ენის სწავლაც დაიწყეს - ოლენა ამბობს, რომ მათ უნდა იცოდნენ იმ ქვეყნის ენაც, სადაც ჩამოვიდნენ და ისიც, თუ რატომ საქართველო: მათ უნდა ესმოდეთ, რომ იმ ქვეყანაში, რომელმაც უკრაინის მსგავსად საკუთარ თავზე განიცადა რუსეთის აგრესია, მათი ძალიან კარგად ესმით.

XS
SM
MD
LG