Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პრემიერი იზიარებს ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინაში გენოციდის შესახებ


კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო. 2021 წლის დეკემბერი
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო. 2021 წლის დეკემბერი

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს გენოციდია.

13 აპრილს, კვებეკში მყოფმა ტრუდომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არსებობს გენიციდის განსაზღვრის ოფიციალური პროცესი, მაგრამ სწორია, როცა სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს სიტყვა გენიციდს იმის აღსაწერად, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში გააკეთა.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა იყო ერთ-ერთი პირველი ინიციატორი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დასაწყებად, რათა რუსეთის პრეზიდენტს პასუხი მოეთხოვოს უკრაინაში ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

12 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გენოციდად შეაფასა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოქმედება.

XS
SM
MD
LG