Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა და ზელენსკიმ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამართეს სატელეფონო საუბარი


ვოლოდიმირ ზელენსკი, ჯო ბაიდენი
ვოლოდიმირ ზელენსკი, ჯო ბაიდენი

ოთხშაბათს შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. საუბრის თემა იყო კიევისთვის განკუთვნილი მრავალმილიონიანი სამხედრო დახმარება, რომლის გადაცემისთვისაც, როგორც იტყობინებიან, მზად არის პენტაგონი.

თავის მხრივ, ზელენსკიმ ტვიტერში დაწერა, რომ მან და ბაიდენმა ისაუბრეს „თავდაცვისა და შესაძლო მაკროსაფინანსო დახმარების დამატებით პაკეტზე.“

ერთსაათიანი საუბარი გაიმართა აშშ-ის მედიაში გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის დამატებით 750 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების თაობაზე გამოაცხადებს.

გასულ კვირაში აშშ-ის სენატმა ერთხმად მოიწონა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ლენდ-ლიზის პროგრამა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დახმარების გაგზავნის გასაადვილებლად. უკანასკნელად ეს პროგრამა მოქმედებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ამერიკის სამხედრო დახმარება ეგზავნებოდა ნაცისტური გერმანიის მოწინააღმდეგეებს, პირველ რიგში დიდ ბრიტანეთსა და სსრკ-ს.

XS
SM
MD
LG