26 წლის ანასტასია უსატენკო უკრაინელი ლტოლვილია. ახლა ის ბათუმში, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით იტალიური ენის პედაგოგია, თუმცა დღეს ის საქართველოში უკრაინულ ენას ასწავლის.
ანასტასია გაკვეთილებს ონლაინრეჟიმში ატარებს. ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ საქართველოში უკრაინულ ენის მასწავლებლობას შესთავაზებდნენ და რაც მთავარია, უკრაინულის სწავლის მსურველები გამოჩნდებოდნენ.
სოლიდარობის ჟესტი, მხარდაჭერა, პატივისცემა და რა თქმა უნდა, ენის სწავლის სურვილი - აი, ეს მიზნები აქვთ ანასტასიას მოსწავლეებს.