Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზიდან უკრაინაში წასული სამხედრო დაიღუპა


უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე.

ინფორმაციას ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "Схід" (აღმოსავლეთი) ავრცელებს ფეისბუკის გვერდზე.

უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზიდან უკრაინაში სამი ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფი გაიგზავნა, სულ 1200 რუსი და ოსი სამხედროს შემადგენლობით. ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზიდან კი ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედროს შემადგენლობით.

კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია ოჩამჩირის დე ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოჩამჩირიდან წასული სამხედრო დონბასში ერთ-ერთი აფეთქების დროს, 31 მარტს დაიღუპა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა. ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG