Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: მოკავშირეები საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების საგანგებო სამიტის ფონზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ, გაზარდონ იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან

"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ჩარევის და მუქარის რისკის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასი. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და გააძლიერონ მდგრადობა“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

სამიტის დაწყებამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას“.

ხუთშაბათს ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ ნატოს 30 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მოკავშირეები პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტით რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებს სერიოზულად აღიქვამს.

ნატოს სამიტის გარდა, დღეს ბრიუსელი ასევე უმასპინძლებს ევროკავშირის სამიტს, ასევე "დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერების შეხვედრას.

XS
SM
MD
LG