ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა რუსეთს ბრალი დასდო „ომის მასობრივ დანაშაულში,“ ქალაქ მარიუპოლზე განხორციელებული თავდასხმებისას. ქალაქში გრძელდება ბრძოლა მას მერე, რაც უკრაინამ უარი თქვა მოსკოვის ულტიმატუმზე მარიუპოლის კაპიტულაციის შესახებ.
რამდენიმე კვირის განმავალობაში რუსეთის ბომბავს ალყაშემორტყმულ ქალაქს აზოვის ზღვის პირას. 20 მარტს რუსეთის არმიამ გაანადგურა ხელოვნების სკოლა. შენობაში დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლის შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
ხელისუფლება შიშობს, რომ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებში იმყოფება.
სკოლაზე თავდასხმა მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც რუსეთმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს. ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ 130 ადამიანი იქნა გამოყვანილი, თუმცა კიდევ შეიძლება იყოს ხალხი ნანგრევებში. რუსეთის ძალებს ასევე ბრალად ედებათ სამშობიარო სახლის დაბომბვა. სხვადასხვა შეფასებით, ქალაქის შენობების 90 პროცენტი დაზიანებული ან განადგურებულია.
რაც მარიუპოლში ხდება, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, 21 მარტს ბრიუსელში ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, - "ეს ომის მასობრივი დანაშაულია, ყველაფრის დანგრევა, დაბომბვა და ყველას ხოცვა".