Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოიდ ოსტინი: რუსეთი ჰიპერზებგერითი რაკეტებით ომის მსვლელობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის


ლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჰიპერზებგერითი რაკეტების გამოყენება მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

"ამას ომის მიმდინარეობის მნიშვნელოვან ცვლილებად არ მივიჩნევდი. ვფიქრობ, მიზეზი, რის გამოც იგი (პუტინი) ამ ტიპის იარაღს იყენებს, მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს აღადგინოს შეტევითი პოტენციალი. ისევ და ისევ, ჩვენ დავინახეთ, რომ ის თავს ესხმის ქალაქებსა და დასახლებულ პუქნტებს, მშვიდობიან მოქალაქეებს და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ გაგრძელდება,"-მოჰყავს სააგენტო ფრანს პრესს ლოიდ ოსტინის სიტყვები,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ პენტაგონი ოფიციალურად არ დაადასტურებს და არც ეჭვქვეშ დააყენებს იმ ფაქტს, მართლა გამოიყენეს, თუ არა რუსებმა ამ ტიპის რაკეტები.

პარასკევს რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები დასავლეთ უკრაინაში, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში“, - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამბობს, უკრაინაში რუსეთის ჯარები თავიანთ პოზიციებზე არიან ჩარჩენილი და შემდგომ წინსვლას ვერ ახერხებენ. მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ეფექტურად იყენებენ დასავლელი პარტნიორების მიერ მათთვის მიწოდებულ იარაღის ტიპებს.

პენტაგონი შეფის თანახმად, მათ აქვთ მონაცემები რუსეთის მიერ უკრაინაში სირიელი დაქირავებულების გამოყენების სურვილი შესახებ, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი უკვე გამოჩნდნენ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

XS
SM
MD
LG