Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავს


ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ევროპაში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.
"მოგზაურობა ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ გაგრძელდეს მსოფლიოს გაერთიანება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში ინტერვენციის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში ვიზიტის გეგმები არ არსებობს", - წერს საკი.

მისივე თქმით, თეთრი სახლი პრეზიდენტ ბაიდენის მოგზაურობის შესახებ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენს ოთხშაბათს ბრიუსელში ელოდებიან, ის ნატოს, G7-ისა და ევროკავშირის სამიტებზე დასწრებას გეგმავს.

15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორპარტიული დაფინანსების კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის 13.6 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

იმავდროულად, სამშაბათს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ ახალ წერილში, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები მოუწოდებენ თეთრ სახლის ადმინისტრაციას, რომ საბჭოთა და რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს უკრაინას, რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიისგან დაცვა შეძლოს.

XS
SM
MD
LG